გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

28-08-2026

ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ბევრი რამ გააკეთა, ეს ძალისხმევა წარმატებული და ემსახურებოდა დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.


„ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებულია, ამ დროს იმუნური სისტემა მთლიანად ინგრევა, დაქვეითებულია მათი იმუნიტეტი და ეს ყველაფერი აისახება საბოლოო ჯამში, იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ეს კონფლიქტები არის ოპოზიციის სისუსტის შედეგი. ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031