გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულიების შეწყალებაზე, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს - თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

28-08-2026

„ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს“,- წერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირთა შეწყალების საკითხზე, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.


შარმანაშვილის განცხადებით, მოვლენების მსვლელობა თუ ასე გაგრძელდება ნელ-ნელა სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს.


„ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის”, - წერს შარმანაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031