გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადღობელაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებზე: ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული

28-08-2026

მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიური და ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ამ ამბავში მთავარი მაინც სხვა რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, რეალურად მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით,- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


სადღობელაშვილი მოუწოდებს სხვა მსჯავრდადებულებს, რომ აიღონ თანამებრძოლებისგან მაგალითი და აღიარონ დანაშაული.


„მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიური და ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ამ ამბავში მთავარი მაინც სხვა რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, რეალურად მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით.


დიდი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ნაბიჯი მათთვის სერიოზული გაკვეთილი იქნება - ჭკუას ისწავლიან, სიღრმისეულად გააანალიზებენ თავიანთ ქმედებებს და მომავალში აღარასდროს გახდებიან გარე ძალების ხელში უბრალო იარაღი სხვის ბრძოლაში. შესაბამისად, აღარც ისევ ციხეში ამოყოფენ თავს.

 თუ სხვა მსჯავრდებულებიც აიღებენ მათგან მაგალითს, აღიარებენ დანაშაულს და სწორ გზას დაადგებიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენს საზოგადოებას“,- წერს ლადო სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31