გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია, ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიჰბაძავენ მეგობრებს

28-08-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის, მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ფოჩხუა იმედოვნებს, რომ შეწყალებულ პატიმრებს სხვა მათი თანამოაზრეებიც მიჰბაძავენ და აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების მიერ მართულ ბრძოლაში და ახალგაზრდობის წლებს თავისუფლებაში გაატარებენ.


„მარიამობის დღეს პრეზიდენტმა, როგორც ყოველთვის, პატიმართა შეწყალებას მოაწერა ხელი, მაგრამ ეს შეწყალება გამორჩეული იყო. შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც "პოლიტიკურ პატიმრებს" ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. იმედია აღარასოდეს გამოაყენებინებენ თავს ქვეყნის მტრებს. იმედი მაქვს სხვა ბიჭებიც მიჰბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31