გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ, სამართლებრივი და ჰუმანურია

28-08-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ანანიძის შეფასებით, ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა აქციების მონაწილეების მიმართ სამართლებრივი და ჰუმანურია.


„პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ სამართლებრივი და ჰუმანურია“, - წერს ცოტნე ანანიძე.


პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031