გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება

28-08-2026

შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს ეხმიანება.


ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ შეწყალებული პირები „გადახედავენ ბევრ რამეს და აღარ გახდებიან ტიკინა იმ პროვოკატორთა ხელში, რომლებმაც ისინი საციხოდ გაწირეს“.


„გვახსოვს რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი, ხომ. აი მოიხსნა ეს აჟიოტაჟი, ოღონდ არა ისე როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.


საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა. ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო და მეც მინდა დავიტოვო მცირე იმედი, რომ შეწყალებულნი სერიოზულად გადახედავენ ბევრ რამეს (ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ოპონირებას შეწყვეტენ), და აღარ გახდებიან ტიკინა იმ პროვოკატორთა ხელში, რომლებმაც ისინი საციხოდ გაწირეს. ვნახოთ.... !“- წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031