გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტის და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

29-08-2026

უკრაინის უმაღლესი რადaს დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა.

დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.გონჩარენკომ ამის შესახებ X-ზე დაწერა და აღნიშნული ფაქტი პარლამენტისა და საზოგადოების შეურაცხყოფად შეაფასა.


„უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.


ეს არის სერიოზული შეურაცხყოფა როგორც პარლამენტის, ისე უკრაინული საზოგადოების მიმართ.


ამასთანავე, ეს ქმნის ჩვენი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეს.


უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, იტალიის თავდაცვის სამინისტროში ფედოროვის სამსახური შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი გახდეს“,- წერს გონჩარენკო.


ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930