გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

1-09-2026

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.


მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და კარგი გადაწყვეტილებაა.


„როდესაც რეფორმას ატარებ და იწყება, საზოგადოებისთვის, ყველა კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის არის ახალი. ახლა კონკრეტულად სტუდენტებზე ვსაუბრობთ. ამიტომ, რადგან ეს იყო ახალი პროგრამა, ახლა დაანონსდა და რეფორმა ახალი დაწყებულია, საგამონაკლისო სახით მიეცათ სტუდენტებს უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მივესალმებით ყველა. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება“, - განაცხადა კირცხალიამ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930