გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ “Wanderlust Magazine” საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა

1-09-2026

პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოცაა.


საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაში ისეთ წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.


გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს -  georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.


ჟურნალის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა ახალი შთაბეჭდილებებისა და მრავალფეროვანი თავგადასავლების მაძიებელთათვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930