გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

1-09-2026

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა" (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.


ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.


გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031