5-09-2026
„ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს, ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს.
გვარამიას თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია აქვს იმ პროცესების შესახებ, რაც მმართველ გუნდში ხდება, და მოუწოდებს, დაოკდეს და დაუჯეროს, რადგან მისთვის ასე აჯობებს.
„ნინო, ძვირფასო, უკვე არცთუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოჰყვე, რაც იცი, რომ მეტი არ დაგჭირდება. დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოჰყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ. ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი, და ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი და არა ისე, ყურმოკვრით და მოჩვენებით, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, - განაცხადა გვარამიამ.
13-05-2026