გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

5-09-2026

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში,  საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა.


კურსდამთავრებულებმა პრაქტიკული სწავლება ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში ჩაატარეს, სადაც  მათ ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი, პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით შეასრულეს.


საპარაშუტო მომზადების 3-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. პარაშუტისტებმა საფრენ აპარატში მოქმედების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. 


პარაშუტისტებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართა, კურსის დასრულება მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930