8-09-2026
თეირანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოულოდნელად ახალი მკაცრი პირობები წაუყენა „ტრამპის გზის“ (Trump Road) მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა საჯარო სივრცეში კეთილგანწყობას ინარჩუნებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ სომხეთში TRIPP-ის პროექტის უსაფრთხოება უზრუნველყონ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ან იმ მესამე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც უკვე იმყოფებიან სომხეთის ტერიტორიაზე.
მათი თქმით, თეირანი ამით ცდილობს თავიდან აიცილოს ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა მის საზღვართან. ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ თუ ამერიკული ძალები განლაგდებიან, თეირანმა ისინი შესაძლოა შეერთებულ შტატებთან მიმდინარე დაძაბულობის ფონზე პოტენციურ სამხედრო სამიზნედ აღიქვას.
13-05-2026