გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით

10-09-2026

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.


კირცხალია გამოეხმაურა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს.


"მარტა კოსისთვის, კაია კალასისთვის და დღევანდელი ბრიუსელისთვის, დემოკრატია არის უკუღმა - უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება“, - აღნიშნა მან. კირცხალიამ ასევე უპასუხა კითხვას: ჟენევაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში კანონები არის შესაცვლელი. რას ნიშნავს ეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაფერი იცვლება? "ეს განცხადება ალბათ დაუდეს, ალბათ წარმოდგენაც არ აქვს რომელ ქვეყანაზე საუბრობდა. ესეც მიუთითებს იმ გაცვეთილ სცენარებზე და დაობებულ ბიუროკრატიაზე, რომელიც სამწუხაროდ, დღეს მძვინვარებს“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930