გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი დავითაშვილი: საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიურად ვითარდება - მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება

14-09-2026

საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიურად ვითარდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები 5 700 000 მგზავრს მოემსახურა.


„შესრულდა 26 000-მდე ავიარეისი და გადატანილია 29 000 ტონაზე მეტი ტვირთი, რაც მოგეხსენებათ, რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჯამში 2026 წელი რეკორდული იქნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის", - განაცხადა გივი დავითაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930