გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავშვების მასობრივი მოწამვლის გამო თბილისის რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

18-09-2026

თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა - განცხადებას ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

  

„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში  რეგისტრირებულ  აღსაზრდელს  დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

 

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

 

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031