გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27-12-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, ხევის, ჩარხის, სახალხოს და მანუკინის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ასი ათასი მოწამის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე პეკისნის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.


12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის, 11 საათიდან 18 საათამდე ხიზაბავრის და ხიზანიშვილის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით ბაქრაძის და სპირიდონ კედიას ქუჩების მაცხოვრებლები.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930