გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო“, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები

29-09-2026

ექსპერტი ირაკლი ლატარია IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ქართული ოცნების" მისამართით გაჟღერებულ მუქარას.


ლატარიას თქმით, პარტიების რეიტინგიდან ჩანს, თუ „ვის აქვს დედა ნატირები“.


ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამერიკელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული.


„გუშინ, ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო“, დღეს ცნობილი ხდება რომ IRI - ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. აქედანაც ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. ამ სლაიდში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა“ - 1%. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - წერს ლატარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031