გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი - პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით

2-10-2026

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი - პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდათ.


მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველას ჰყავს პატიმარი ახლობელი ან პატიმრის ოჯახის წევრი, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რა მდგომარეობაში ბრუნდებიან პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.


„ახლა ყურადღებით მომისმინეთ.... საქართველო პატარაა, შანსი არაა ვინმემ რაიმე დამალოს.. ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ.. ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი - პატიმრები ან კუბოთი ან/და ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა.. ამიტომ, ტრაკის თამაშს თავი გაანებეთ.. მაცივრებითა და „ზმანებით“ გამოგყავთ პატიმრები და თქვენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ!.... დაყენდით. წამება ამ ქვეყანაში დასრულდა“, - წერს ლატარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031