გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა ჭელიძე ირმა სოხაძეს: მრცხვენია, რომ ოდესღაც წამყვანი იყავით „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მე გადაცემის მთავარი პროდიუსერი ვიყავი და თან გყვებოდით, მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით, იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და საჩივრის ფურცლებით დარბოდით

3-10-2026

„მრცხვენია, რომ ოდესღაც „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით“, - ასე მიმართავს თამთა ჭელიძე, მომღერალ ირმა სოხაძეს სოციალურ ქსელში.


ჭელიძის თქმით, მას სცხვენია ამ პერიოდის და ირონიულად ეხმაურება მომღერლის მაშინდელ ქცევას და დასძენს, რომ ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიმართლე.


„ეს პოსტი მხოლოდ ერთ ქალბატონს, ირმა სოხაძეს ეძღვნება. სხვებს უბრალოდ არ შევეხები… ჩემი საქმე არ არის, მითუმეტეს, მისი ოჯახის წევრები. მრცხვენია, რომ ოდესღაც „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით. მახსოვს, საკმაოდ ნორმალური ხელფასი გქონდათ და მძღოლიც ხომ კარგი იყო? მოკლედ, კარგად დაკმაყოფილებული და მოტივირებული იყავით, თუმცა… მაშინ მე მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით და გიჟი ვიყავი. იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს, აგზავნიდით და საჩივრის ფურცლებით დარბოდით, ალბათ ძალიან მონდომებული იყავით, ჩვენი არხის მაყურებელი, თქვენი საოცარი ხმის ტემბრით ხშირად რომ დაგეტკბოთ. ხოდა, ასეთი მხარდამჭერები გიმრავლოთ ღმერთმა! კიდევ ერთხელ დავამტკიცე სიმართლე. საკუთარ თავთან კარგად ავლენთ თავს, ბრავო! გვაგინეთ, ბატონო, გვაგინეთ“, - წერს ჭელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031