გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგრარულ სფეროში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5-10-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგრარული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდა, აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა.


თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ აგრარული სფეროს თანამედროვე მიმართულებებს, პროფესიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს, ასევე მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგრარულ სფეროში მოთხოვნად და დეფიციტურ პროფესიებს. ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება.


მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდული, გარემოსდაცვითი და აგრარული ინიციატივების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას.


„დღეს აგრარულ მიმართულებებში არაერთი პროფესიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს მივაწვდით ინფორმაციას აგრარულ სფეროში არსებული პროფესიული შესაძლებლობების შესახებ და შევუქმნით შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ საკუთარ რეგიონებში შეძლონ ამ შესაძლებლობების გამოყენება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.


თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ასევე იმუშავებენ აგრარული სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული არჩევანისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031