გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა

20-10-2026

„ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ“, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით.


მისვე თქმით, სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა.


„ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ. მათი მიზანი უცვლელია, არეულობის, რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციის გზით საკუთარი პოლიტიკური ზრახვების განხორციელება.


საზოგადოება ბრძენია და კარგად ხედავს, თუ ვინ დგას ქვეყნის მშვიდობის გვერდით და ვინ ცდილობს პროცესების გარედან მართვას. ქართველი ხალხი არ „შეჭამს ამ საკენკს“ და არ აჰყვება ქვეყნის ინტერესების საზიანოდ დაგეგმილ პროვოკაციებს.


- სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა“, - წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031