გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე: როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია

20-10-2026

როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას.


„ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031