გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა

20-10-2026

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა" - ამის შესახებ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ასევე გაფართოვდა მანდატი - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები დარჩება, თუმცა დაემატება სხვა სეგმენტების მექანიზმები, როგორიცაა პირდაპირი სესხები, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, ჩართულობა და ინვესტიცია კაპიტალის ფონდებში, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა.


„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპები, რასაც სჭირდება ახალი, განახლებული მიდგომა და უფრო ფართო, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში. სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რათა ეს ჩართულობა და მეტი მხარდაჭერა შევთავაზოთ ბიზნესს" - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031