გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა, ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა

21-10-2026

„პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.


„პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.


რეჟისორმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა და მგალობლებმა კაპიკიც არ აიღეს - ჰონორარზე უარი თქვეს და საკუთარი შრომა პატივისცემის ნიშნად გაიღეს. კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი-სერვისი“, „ჯითი გრუპი“) ტაძრების დასუფთავება სრულიად უფასოდ იკისრეს, „აქვა გეომ“ კი ათასობით წყალი უსასყიდლოდ გადასცა. სხვა კომპანიებმაც მნიშვნელოვანი შეღავათები გააკეთეს.


დაიხარჯა მხოლოდ ის თანხა, რაც ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებისთვის იყო საჭირო: ტაძრებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა, ეკრანები, გახმოვანება, პირდაპირი ტრანსლაცია, რეგიონებიდან ჩამოსული სალოტბარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება-დაბინავება, ასევე უცხოელი სტუმრების ოფიციალური მიღება“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031