გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას, აი, ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!

22-10-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილის ქცევა და მისი განცხადებები მის პრინციპულობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.


როგორც ნინო ფოჩხუა წერს, ელიზბარაშვილი ინციდენტის დროს სამართალდამცველებს შეურაცხმყოფელი ფორმით მიმართავდა, მოგვიანებით კი ინციდენტის მონაწილეებს მის ცემაში ადანაშაულებდა.


„ეს კაცი სერიოზულად როგორ შეიძლება მიიღო, საკუთარი აზრი და პრინციპი არ გააჩნია. ან ის რა იყო, ინციდენტის დროს როგორ იწელებოდა, როგორ მიმართავდა სამართალდამცველებს ან როგორ აბრალებდა ინციდენტის მონაწილეებს ცემას.


ეს კაცი ჩვეულებრივი კურდღელია და კლავიატურის ლომი. ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი, ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!“ - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031