გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

23-10-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.


მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.


საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30