გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს, სავალალოა!

23-10-2026

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს.


მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, სადაც იგი ლიეტუვაში IRI-ის კონფერენციაზე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციისთვის გაცემულ მითითებებზე საუბრობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს პატრონებთან შეთანხმებით იღებენ.

შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება სავალალო რეალობას ასახავს.


„სხვა რამეს ვამბობთ? თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30