გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფასანაურის ფოსტას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

2-02-2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ფასანაურში მდებარე ფოსტას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფასანაური ფოსტა 1840 წელს არის აგებული.

“შენობის აგების აუცილებლობა მოიტანა რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ. როგორც წესი, ამ პერიოდის საფოსტო ადგილები ითავსებდნენ როგორც ინფორმაციის გადამტან, ისე სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლის ფუნქციას. ფასანაურის შენობა კი ერთადერთი ასეთი საფოსტო ადგილი იყო თბილისი-სტეფანწმინდის გზაზე. ამიტომ ამ შენობაში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი გაჩერებულა, საქართველო-რუსეთის გზაზე გავლის დროს (ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი და სხვ.)

შენობა ორი ნაწილისგან შედგება: ჩრდილოეთის ნაწილი ორსართულიანია, სამხრეთის ერთსართულიანი. ჩრდილოეთის ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით წაგრძელებული სწორკუთხედია. მასში შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. პირველი სართულის სარკმლის ღიობები სწორკუთხაა და თავისი მოჩარჩოება აქვს. მეორე სართულის ფანჯრის ჭრილი კი თაღოვანია. ნაგებობას აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ხუთწახნაგა შვერილი რომლის შუა სამ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია გაკეთებული. ორსართულიანი შენობის სამხრეთით მთელ სიგრძეზე გრძელდება ერთსართულიანი ნაწილი, იგი დიდი დარბაზის, პატარა ოთახის და მათ შორის მოქცეული აივნისგან შედგება. აივანი სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხი კვადრატული ბოძითაა გახსნილი. აივანზე ორსაფეხურიანი კიბითაა ასასვლელი, აივნიდან კი ოთახებშია მოხვედრა შესაძლებელი. ფოსტის დასავლეთი კედლის პირველი სართული პილასტრებითა და საფეხუროვანი კაპიტელებითაა გაფორმებული, რომლებიც იმეორებენ აივნის ბოძებისა და კაპიტელების ფორმას. შენობა გადახურულია თუნუქით”- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. 




news.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031