გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: "რუსთავი 2" ამ სიმწვანეშიც ეჭვს შეიტანს...

1-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე წვერმაღალას პარკის გახსნას, რომელიც დღესაა დაგეგმილი, სოციალური ქსელით ეხმაურება:
"ეს სიმწვანე, საოცარი ეკოსისტემა და წვერმაღალას ორიარუსიანი უნიკალური პარკი ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია, რომელიც დღეიდან ღია იქნება ნებისმიერი მნახველისთვის.
"რუსთავი 2" რაღა თქმა უნდა სიმწვანეში ეჭვს შეიტანს და ამ ამბავს გააშუქებს შემდეგი ფორმულით: 
1. კარგი არაფერი უნდა დაინახო და არ გააშუქო შეძლებისდაგვარად 
2. ყველაფერი ცუდი, თუნდაც ამინდის გაუარესება, ბიძინა ივანიშვილის ბრალია
3. თუ ამინდი არ იცვლება, მაინც უნდა მოძებნო ნეგატივი და დააკავშირო ბიძინა ივანიშვილთან
4. კარგი საქმეც კეთდება, თუმცა, თუ კარგი საქმე ბიძინა ივანიშვილთან არის კავშირში, ის კარგი არ არის.

ეს სხვა არაფერია თუ არა ვარლამ არავიძის პრინციპი: ჩვენ ვიპოვით კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როცა ის იქ არ არის! სამწუხაროდ ეს რუსთავი 2-ის ყოველდღიურ სტანდარტად იქცა.

ამის ბოლო თვალსაჩინო მაგალითი და აბსურდის კულმინაცია: ამბავი, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ, მომგებიანი საინვესტიციო პირობით, კონკურენტულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას, თბილისში გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელმაც სანაცვლოდ ორი პროექტი უნდა განახორციელოს და 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა დახარჯოს.

გააშუქეს ასე:

თითქოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიასთან დაკავშირებული კომპანია, თურმე საჯარო აუქციონში 8 მილიონის ქონებას 10 ათასად “ისაკუთრებს”. მათი გამოგონილი სცენარით, ერთ-ერთმა კომპანიამ საჯარო აუქციონში მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტებთან დაკავშირებულ კომპანიასთან არის დაკავშირებული!!!

რაღაცნაირის რაღაცნაირი რეპორტაჟია უდავოდ. საზოგადოებამ შეაფასოს"-წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031