გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართულ -ამერიკულმა კომპანიამ პროფესიული პროგრამით გადამზადებული სტუდენტები დაასაქმა

10-02-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით,  ქართულ -ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა  კომპანია „ესკად ჯორჯიამ“ და საზოგადოებრივმა  კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ აკადემიამ,  საინჟინრო-მხაზველობითი პროგრამის „AutoCAD“ და ხაზვის ტრენინგ-კურსი განახორციელეს, რომლის კურსდამთავრებულებს  სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო 12-დან  8  სტუდენტი თავად კომპანიაში დასაქმდა.


კურსი მიზნად ისახავდა  „AutoCAD“-ის სპეციალისტების მომზადებას და  მათ დასაქმებას კერძო კომპანიაში.  ბაზარზე  არსებული      მოთხოვნის  და „AutoCAD“-ის კვალიფიციური სპეციალისტების  სიმცირის  პირობებში, ამ მიმართულებით   კადრების გადამზადება უმნიშვნელოვანესი  საკითხია,  როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისთვის.


კომპანიის „ესკად ჯორჯია“ და  "ინფორმაციული ტექნოლოგიების" აკადემიის ერთობლივი პროექტი კვლავ გაგრძელდება. ახალი ჯგუფისთვის ტრენინგ-კურსის დაწყება  თებერვლის შუა რიცხვებიდან  იგეგმება. ტრენინგ-კურსის  წარმატებით გავლის შემთხვევაში,  კურსდამთავრებულები  დაეუფლებიან პროგრამას AutoCAD,  ხაზვითი დისციპლინის ძირითად პრინციპებს და   კვალიფიცირებული  და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები გახდებიან.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930