გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: „ნაცმოძრაობასთან“ და მასთან ასოცირებულ პარტიებთან თანამშრომლობას არასოდეს განვიხილავთ

24-06-2019

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მასთან ასოცირებულ პარტიებთან თანამშრომლობას ნამდვილად არასდროს განვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი და ტკივილი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს.

პრემიერმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლითაც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში იხელმძღვანელებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრინციპული კრიტერიუმები. მათ შორის იქნება ჩვენი საგარეო მისწრაფებები, ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, ჩვენი ხედვა, რომ საქართველოს აქვს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა თუ რეფორმა უნდა იყოს მიმართული ამ ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევაზე და, რა თქმა უნდა - განათლება, როგორც ეროვნული იდეა, როგორც ერთადერთი გარანტი იმისა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს, მაგრამ ახლა საუბარია თეორიულ შესაძლებლობაზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვინც კოალიციის შექმნის საჭიროებაზე 2020 წლის ოქტომბერში გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართველი ხალხი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930