გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ხაბეიშვილი: ჩემი ცემა კახა კალაძის პირადი დავალება იყო

24-01-2020

თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ინციდენტის შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, მისი ცემა თბილისის მერის, კახა კალაძის დაკვეთილი იყო.

„ეს კალაძის პირადი დავალება იყო. მე ყოველთვის ვამხელ და ვასაჯაროებ მათ კორუფციულ გარიგებებს და ამიტომ, გადაწყვიტეს, საკრებულოს წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ ამას ვაჟკაცურად კი არ აკეთებენ, ერთ ადამიანს სვავებით დამესივნენ.

არ ეგონოთ, რომ ამით ან ვინმეს დააშინებენ ან ვინმეს შეაშინებენ. პირიქით, მე უფრო ძლიერი ვარ ახლა, ვიდრე ვიყავი მანამ, სანამ ეს მოხდებოდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს პირადად კახი კალაძის დავალება იყო. ფიზიკურად 10 ადამიანი რომ ერთს დაგესევა ეს რა კაცობაა. ლაჩრულად უკნიდან მოვიდნენ და ჩამაგდეს ამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს თვალიც გამრთელდება, ეს შუბლიც გამრთელდება, ეს ფეხიც გამრთელდება, ამ ყველაფერს მოევლება, მაგრამ საშინელება ის არის, რომ კრიმინალები მართავენ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30