გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით 212 დევნილი დაფინანსდება

13-03-2018

 

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  212 დევნილ სტუდენტს, რომლებიც სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლობენ ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

სააგენტო „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“  2016 წლიდან ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩარიცხული 500-მდე დევნილი სტუდენტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.

 

ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსების მოთხოვნით, დევნილმა სტუდენტებმა, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, უნდა შეავსონ განაცხადი და ჩააბარონ სააგენტოში, მისამართზე - თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნონ სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930