გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა

15-04-2020

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე, 2520 მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მონიტორინგის სისტემები სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში განათავსეს.

აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის იდენტიფიკაცია და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930