18-06-2020
დღეს მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პატარები დედასთან ერთად, მდინარის ნაპირზე სეირნობდნენ.
“რუსთავი 2” თვითმხილველებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბავშვები წყალში იმ დროს გადავარდნენ, როდესაც დედა სურათებს უღებდათ. პატარას ქვაზე ფეხი დაუცურდა და მტკვარში გადავარდა.
მათივე ცნობით, მოზარდის გადასარჩენად წყალში შევიდნენ დედა და მისი და, თუმცა გადარჩენა ვერ მოახერხეს.
“როგორც ვიცით ბავშვს ქვაზე დაუცურდა ფეხი, დაც გადამხტარა საშველად… დედამ რომ დაინახა ორ-ორი ბავშვი წყალში, ისიც შევიდა წყალში… ბიჭი დაიღუპა, და რეანიმაციაშია” – ამბობენ თვითმხილველები.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველების მისვლისას, ერთი მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.
მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.