31-07-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 1168 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 940 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 6588 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 323 ადამიანი რჩება.