31-07-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, ერთი გაჩიანს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.
„კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, მათგან ორი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი შემთხვევა გაჩიანის წყაროს უკავშირდება, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.