გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება

31-07-2020

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება.

მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930