გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია “ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი”-ს გემის ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკადან სამშობლოში დაბრუნდა

5-08-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მოხერხდა გამონაკლისის დაშვება და კომპანია “ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი”-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა. ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მეზღვაურები საქართველოში ავიაკომპანია My way Airlines-ის სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

“ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენი ელჩების გულისხმიერებას და ჩართულობის მაღალ დონეს მეზღვაურთა როტაციის პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინე სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო ძალიან ძნელია დღეს მსგავსი ოპერაციების წარმოება. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით წარმატებით შევცვალეთ 34 მეზღვაური. როტაციის პროცესი მთავრობის დახმარებით წარმატებით გრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ პანდემიის ფონზე შევძელით შეგვექმნა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ”, განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930