გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილთან ერთად stopcov ფონდში ფინანსების მობილიზებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია

6-08-2020

ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზის გამო - მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში, არაგონივრული დაპირებები და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით და მეორე - საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინაშე შემდეგ წელიწადშიც დადგება და ამისთვის ყველა უნდა იყოს

„მერწმუნეთ, დღევანდელი დინამიკით, როგორც მიდის გლობალური განვითარება, როგორც პანდემიასთან ბრძოლის, ასევე ეკონომიკური კრიზისის, ჩვენ მსგავსი გამოწვევების წინაშე დავდგებით შემდეგ წელიწადშიც და ყველა უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს კიდევ უფრო გონივრული, ეფექტური და პასუხისმგებლიანი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ ის მოწოდებები, სამი თვის წინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს მოქალაქეებზე 1200 ლარიან დახმარებაზე სამი თვის განმავლობაში, მოწოდება იყო, რომ ძალიან ცოტააო. გონივრულობას რომ თავი დავანებოთ, თანმიმდევრულობა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში?“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სოციალური დახმარების ბიუჯეტი 410 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერის განმარტებით, stopcov ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი ლარი, რომელიც ასევე ბიუჯეტის ნაწილია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930