გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართუს" დაფინანსებით წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

6-08-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ’’-ს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, კ.გამსახურდიას ქ N35-ში მდებარე წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (ბიუჯეტი - 700 000 ლარი) .

ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის გადახურვითი სამუშაოები. რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა. ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია. სამუშაოებს შპს ,,ტაო-ტბელი’’ აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031