გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

7-08-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანად გატარებული ათეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დროულად იქნა აღკვეთილი აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც, ბრალდებულებმა ხსენებული თანხიდან მოახერხეს მხოლოდ 98 905 ლარის ოდენობის აქტივის გამოყენება, რითაც ბიუჯეტზე აცილებულ იქნა უფრო დიდი ოდენობის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერგრძელდებაშესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930