7-08-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ’’ მზიურის’’საფეხბურთო სტადიონ ‘’მასტერ კლას-არენაზე’’გაიმართა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი.
ფინალური ასპარეზობა თბილისის ’’თბილისსა’’ და ზესტაფონის „მარგვეთს" შორის გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ვაჟმა, ლევან ანწუხელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა გადასცეს, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდის ფეხბურთელებს თასი და მედლები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ.
აღნიშნული ტურნირი 2016 წელს დაარსდა და წელს მეხუთედ ჩატარდა.