11-08-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ფარნავაზის გამზირის, დიღმის მასივის III კვარტლის, გლდანის მასივის III მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, რიყის მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, მეტეხის აღმართის, იორის, ჯორბენაძის, რუისის, ჩეხოვის, ფერიცვალების, არმაზის, არარატის, დუშეთის, გელათის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ახმეტელის, ბელიაშვილის, ალექსანდრე ბერულავას, სამაჩაბლოს, თორნიკე ერისთავის, ასი ათასი მოწამის, გოდერძი ჩოხელის, ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის, კრწანისის, თელეთის, ქუმსიაშვილის, მუხათის, ილღუკის, შავნაბადას, ცურტაველის, განჯელის, ალგეთის, მერჩულეს, სოღანლუღის, ხუციშვილის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, დემეტრე თავდადებულის, გერგედავას, მერაბ კოსტავას და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის და ატენის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წყნეთის ხევის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თენგიზ აბულაძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, გერგეთის და სავანელის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პეტრე იბერის ქუჩის მოსახლეობა.