გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში ცენტარლური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12-08-2020

ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩაა პერიოდული შეკეთების ფარგლებში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ასფალტის დაგებამდე წინა მოსამზადებლი სამუშაოები ჩატარდა - მოიჭრა და გასუფთავდა გზის დაზიანებული მონაკვეთები.

აღნიშნული გზა შიდა სახელმწიფო გზაა, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ახორციელებს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გაგრძელდება ყველა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031