გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

15-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

"ქართული ოცნების" ლიდერები ხილის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მეურნეობაში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა გლეხმა და ფერმერმა, საკუთარი მოყვანილი პროდუქციის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლოს.

სოფელ ჩუმლაყში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობაში 450 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრე მეურნეობაში სეზონზე დასაქმებულია 150-დან 350-მდე ადამიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930