გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: როცა საარჩევნო ყუთის წინაშე დავდგებით, ყველაფერი უნდა გვახსოვდეს

15-08-2020

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის აღიარება ოპონენტებს არ სურთ, თუმცა მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. „როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიცი რა იმ ომის და უბედურების შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ომის შედეგად - დაკარგული ტერიტორიები, ჯარმაც რამხელა დანაკლისი განიცადა - 1 მილიარდი ლარის ღირებულების შეიარაღება უბრალოდ გაქრა და ამბობენ, რომ რუსებმა წაიღეს ეს შეიარაღება. ეს არის ფაქტები მეგობრებო, ამიტომ, ჩვენ როცა დავდგებით საარჩევნო ყუთის წინაშე, უნდა გვახსოვდეს ყველაფერი. არჩევანი დგას ქაოსს, დესტაბილიზაციას, ომსა და მეორეს მხრივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას შორის. რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ გაამყარებს იმ მთავარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930