გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ გაგუა: ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

15-08-2020

„მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელსაც სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ი უსვამს ხაზს - ეს არის მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც რეალურად განაპირობა ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევების გამო მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB“ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის.

„პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch“-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031