გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი სამების ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

15-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთა ერთად პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და თითოეული მათგანის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა მათგანმა თავგანწირვის უდიდესი მაგალითი აჩვენა, ისინი გმირები არიან და მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში მათი საფლავების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემდეგ, დღეს შესაძლებელი გახდა მათი პატივით დაკრძალვა.


პრემიერის შეფასებით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების საკითხზე, წლებია მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ამ საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად, რისთვისაც გიორგი გახარია აფხაზ ძმებს მადლობას უხდის.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს, საერთაშორისო პარტნიორებს და ყველას, ვინც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საქმეში თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930